წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის Lemon Purple-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს "ლემონ პარპელს" შორის. შპს "ლემონ პარპელის“ (ს.ნ. 564739002) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ქავთარაძის ქ. N14.

შპს "ლემონ პარპელი“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც "Lemon Puple”.

Lemon Puple-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Lemon Puple-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Lemon Puple-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Lemon Puple მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Lemon Puple-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Lemon Puple-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

 

ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • Lemon Puple (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ლემონ პარპელ“, (ს.ნ. 564739002) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ქავთარაძის ქ. N14.
  • მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Lemon Puple-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
  • რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
  • ანგარიში - მომხმარებლის მიერ Lemon Puple-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

 

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს Lemon Puple-ზე განთავსებული პროდუქცია.

 

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ატაჩი კოსმეტიკსი“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

 

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

Lemon Puple-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • • სახელი
  • • მისამართი
  • • ელექტრონული ფოსტა
  • • სისტემაში შესასვლელი პაროლი

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • • სოციალური ქსელით
  • • Google-ით
  • • ელექტრონული ფოსტით

 

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛ:

  • • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  • • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
  • • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Lemon Puple-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
  • • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  • • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  • • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  • • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Lemon Puple-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Lemon Puple-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
  • • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
  • • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Lemon Puple-ის გამართულ ფუნქციონირებას;
  • • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Lemon Puple-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

 

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲐ

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

Lemon Puple-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

Lemon Puple იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.

 

 

ᲨᲔᲫᲔᲜᲘᲚᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „საქართველოს ფოსტა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 203836233, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ვაგზლის მოედანი 2, zip code : 0112, ).

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „საქართველოს ფოსტა“.

Lemon Puple, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილი, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს „საქართველოს ფოსტას“.

Lemon Puple მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „საქართველოს ფოსტას“, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. Lemon Puple-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

 

 

ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ Lemon Puple-ს ვებგვერდიდან საღამოს 17:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს ან მეორე დღეს, ხოლო 17:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, - მეორე ან მესამე დღეს.

დიდსა და პატარა რეგიონებში, Lemon Puple-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 - 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 - 10 სამუშაო დღეში.

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა შეკვეთებზე რომელის ღირებულება აღემატება 50 ლარს, სხვა შემთხვევაში საკურიორო მომსახურების ფასი შემდეგია:

თბილისი: 5 ლარი

დიდი და პატარა რეგიონები: 15 ლარი

მაღალმთიანი რეგიონები 15 ლარი

 

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

Lemon Puple-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

 

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲮᲣᲠᲕᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

თუ Lemon Puple მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს Lemon Puple-ს გუნდს.

 

ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

Lemon Puple შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

Lemon Puple პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

Lemon Puple იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

Lemon Puple გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

Lemon Puple სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

 

ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲔᲑᲘ ᲕᲔᲑᲒᲕᲔᲠᲓᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡᲐᲡ

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Lemon Puple მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Lemon Puple -ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Lemon Puple-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

 

ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს Lemon Puple-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

 

ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის Lemon Puple-ს.

Lemon Puple-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს "ატაჩი კოსმეტიკსის" საკუთრებას.

Lemon Puple-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, Lemon Puple-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს Lemon Puple-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს Lemon Puple-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, Lemon Puple უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება Lemon Puple-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს Lemon Puple-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

Lemon Puple პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას Lemon Puple-ს საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა Lemon Puple-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Lemon Puple-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

 

ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲐ

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Lemon Puple-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

 

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

Lemon Puple იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Lemon Puple-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Lemon Puple მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

 

ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲔᲑᲘ

Lemon Puple იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Lemon Puple მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.